Allure Homme Sport Superleggera
Original price was: ₾90.00.₾75.00Current price is: ₾75.00.
აღწერა
Allure Homme Sport Superleggera — Chanel — შეზღუდული გამოცემის მამაკაცის სუნამო, რომელიც 2024 წელს გამოუშვა ფრანგულმა მოდის სახლმა Chanel-ma. მისი ავტორი Olivier Polge გახლავთ.
„Superleggera“ იტალიურად ნიშნავს „სუპერ მსუბუქს“ და პირდაპირ უკავშირდება ისტორიულ ინოვაციას — მილანის Carrozzeria Touring-ის ალუმინის მსუბუქი სტრუქტურის ტექნიკას, რომელიც სიმყარეს და სიმსუბუქეს აერთიანებს. სწორედ ამ ფილოსოფიას ატარებს ეს არომატიც: სინათლე და ძალა ერთ ბოთლში.
სუნამო წარმოადგენს კლასიკური Allure Homme Sport-ის ახალ ინტერპრეტაციას — უფრო მარტივი, ხისეულით შერწყმული და მსუბუქი ქარვის აკორდებით. პირველივე შესხურებისას ციტრუსის ხალასი ნოტები — მანდარინი და გრეიფრუტი — სხეულს ენერგიით და სიგრილით ავსებს. შემდგომ, შუა ფაზაში ხის და კედრის ტონი ჩნდება, რაც სიმტკიცეს და სპორტულ შარმს აძლევს კომპოზიციას. საბოლოოდ კი თეთრი მუშკი, ქარვა, სანდალოზი და პაჩული რბილ, დახვეწილ ბაზას ქმნიან — არომატს აძლევენ სუფთა და მიმზიდველ შლეიფს.
ბოთლიც ამ იდეას ემსახურება: ხისტი და კომპაქტური ფორმა გამჭვირვალე, მოვარდისფრო-მოყვავილე მინის საშუალებით და წითელი SUPERLEGGERA წარწერა ბოთლის წინა მხარეს გამოკვეთილად უსვამს ხაზს სპორტულ ელეგანტურობას.
🍊 ზედა ნოტები: ციტრუსი, მანდარინი, გრეიფრუტი
🌲 შუა ნოტები: ხის აკორდები, კედარი
🌿 ქვედა ნოტები: თეთრი მუშკი, ქარვა, პაჩული, სანდალოზის ხე
Allure Homme Sport Superleggera — სუნამო აქტიური და თავისუფალი სულის მამაკაცისთვის, რომელიც მიილტვის სრულყოფილებისაკენ. იდეალურია მათთვის ვისაც უყვარს სპორტული სტილი და ლიმიტირებული სუნამოები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სუნამო არის მსუბუქი ვერსია და გააჩნია საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალი მდგრადობა. რადგან სუნამო ლიმიტირებულია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენს საიტზეც აღარ იქნება ხელმისაწვდომი. 100 მილილიტრიანი სუნამოდან გაიყიდება მხოლოდ 80 მილილიტრი დანარჩენი კი დარჩება ჩვენს კოლექციაში…












მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.