Chanel N°5 Eau de Parfum
Original price was: ₾90.00.₾75.00Current price is: ₾75.00.
აღწერა
Chanel N°5 Eau de Parfum ბრენდ შანელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი სუნამოა. ეს არის ყვავილოვანი ალდეჰიდის სურნელი რომელიც შეიქმნა 1986 წელს. ამ სუნამოს ცხვირი არის Jacques Polge. ზედა ნოტებია ალდეჰიდები, ილანგ-ილანგი, ნეროლი, ბერგამოტი და ატამი; შუა ნოტებია ირისი, ჟასმინი, ვარდი და ველის შროშანი; საბაზისო ნოტებია სანდლის ხე, ვანილი, მუხის ხავსი, ვეტივერი და პაჩული.
სუნამო არის, ერნესტ ბოს მიერ 1921 წელს შექმნილი პირველი ვერსიის ინტერპრეტაციით.
Chanel N°5 არის მუზეუმური მნიშვნელობის პარფიუმი, რომელიც არა მხოლოდ პარფიუმერული ინდუსტრიის მარგალიტად, არამედ კულტურული ფენომენიც გახდა. მისი ისტორია, კომერციული წარმატება და საყოველთაო აღიარება მკვეთრად განასხვავებს სხვა პარფიუმებისგან. ეს არის ჭეშმარიტად ქალის საკულტო სურნელი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. შანელ N°5 იყო პირველი სუნამო რომელიც ბრენდმა შემოგვთავაზა 1921 წელს (პარფიუმერი – ერნესტ ბოსი), სწორედ ეს სუნამო გახდა შანელის პარფიუმერიის ისტორიის მნიშვნელოვანი საფეხური და წარმატების გზამკვლევი. მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ვერცერთმა სხვა სუნამომ ვერ გადაფარა და დაჩრდილა მისი დიდება!












მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.